saqarTvelos mdinareebi - xisos wyali
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კავკასიონი 42°16`01` ჩ. გ. 45°34`44` ა. გ. |
შესართავი | თუშეთის ალაზანი 42°21`59` ჩ. გ. 45°37`18` ა. გ. |
სიგრძე | 19.6 კმ |
აუზის ფართობი | 123 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2.44 მ³/წმ |
სინონიმი: ხისოს ალაზანი, ჭანჭახოვნისწყალი.
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. მიეიდნება თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტში. ერთვის თუშეთის ალაზანს მარჯვენა მხრიდან. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2945 მ სიმაღლეზე. სიგრძე 19,6 კმ, აუზის ფართობი 123 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,44 მ³/წმ. შესართავი მდებარეობს ზღვის დონიდან 1642 მ სიმაღლეზე.